აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრაპმი განიხილავს, რომ უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე გამონაკლისი დაუშვას.
ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერმინიტრ ვიქტორ ორბანთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ამ სავარაუდო გადაწყვეტილების მიზეზად მან უნგრეთის ზღვაზე გასასვლელის არ ქონის პრობლემა დაასახელა.
"ჩვენ ვუყურებთ ამ საკითხს, რადგან უნგრეთისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის მოპოვება სხვა რეგიონებიდან. როგორც მოგეხსენებათ, მათ არ აქვთ ზღვის უპირატესობა... მათ არ აქვთ პორტები...
თუ მრავალ ევროპულ ქვეყანაზე ვისაუბრებთ და არა აუცილებლად უნგრეთზე, რადგან უნგრეთი სხვა პოზიციაშია, მაგრამ მრავალი ევროპული ქვეყანა ყიდულობს ნავთობსა და გაზს რუსეთისგან და ასე აკეთებენ წლების განმავლობაში“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ოქტომბერში სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას — „რუსნეფტსა“ და „ლუკოილს“ — და მათ 34 შვილობილ კომპანიას.
