უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღეს გარანტია, რომ მილსადენები TurkStream და Friendship სრულად გათავისუფლდება სანქციებისგან.
"გადაწყვეტილება მიღებულია: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გარანტია მოგვცა, რომ მილსადენები TurkStream და Friendship სრულად გათავისუფლდება სანქციებისგან, რაც უნგრეთს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ოჯახებისთვის ევროპაში ყველაზე დაბალი ენერგოფასების უზრუნველყოფა. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!" - წერს ის X-ზე.
თეთრ სახლში ორბანისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი განიხილავდა, უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე გამონაკლისი დაეშვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან უნგრეთის ზღვაზე გასასვლელის არ ქონის პრობლემა დაასახელა.
ტრამპმა ოქტომბერში სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას — რუსნეფტსა და ლუკოილს — და მათ 34 შვილობილ კომპანიას.
