logo
ENG



ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

11 ნოე 202511:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/11/x280480qnsr0x2s.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი, 1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი  და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე დააკავეს.

ლევან გელაძე ყვარლის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი კი საკრებულოს თავმჯდომარე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა", - აცხადებს შსს. 

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა