შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადებილი ყაჩაღობის ბრალდებით საგურამოში ორი ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
გაცხადების თანახმად, მოქალაქეს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე - ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.
