logo
ENG



გარდაბანში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა

13 ნოე 202511:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/13/vf36kidi86lemfo.jpeg

შსს-ს ცნობით, გარდაბანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. 

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა