logo
ENG



რუსეთში “სუ-30” ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა - ეკიპაჟი დაიღუპა

13 ნოე 202523:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/13/51jdmct8hodqzf7.png

რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში სამხედრო გამანადგურებელმა "სუ-30"-მა ავიაკატასტროფა განიცადა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, შემთხვევა მოხდა 13 ნოემბერს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, სასწავლო-სავარჯიშო ფრენის დროს.

უწყების ცნობით ბორტზე საბრძოლო მასალები არ ყოფილა.

„ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა,“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"სუ-30" ორკაციანი, მრავალფუნქციური გამანადგურებელია „4+“ თაობის კლასიდან.

 


close დახურვა