logo
ENG



რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება

17 თებ 202616:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/17/a4qvbafdm27asu4.png

Baza-ს ინფორმაციით, რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება, Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად.

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური როსკომნადზორი შეზღუდვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელებს. 

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდება როგორც მობილურ, ისე სატელიტური ინტერნეტსისტემების მეშვეობით.

რუსეთის მთავრობამ Telegram-ის გაუქმების შესახებ 10 თებერვალს განაცხადა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება "მოქალაქეების დაცვას" ემსახურება, რადგან რუსეთის მტკიცებითვე, Telegram "კრიმინალურ და ტერორისტულ" კონტენტს არ ზღუდავს.

როსკომნადზორმა ასევე აღნიშნა, რომ Telegram-ის ფუნქციონირებას იქამდე შეზღუდავს, სანამ "კანონმდებლობის დარღვევები არ აღმოიფხვრება".

ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ Meta იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ "რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში".


close დახურვა