logo
ENG



ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს

03 დეკ 202513:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/03/oshme9csusf2tub.png

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის საბჭომ და პარლამენტმა რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მიზნად რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას ისახავს.

განცხადების მიხედვით, რეგულაციას შემოაქვს იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივი აკრძალვა რუსეთიდან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის, ისე მილსადენის გაზის იმპორტზე, შესაბამისად, 2026 წლის ბოლოს და 2027 წლის შემოდგომიდან.

„ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის და მთელი ევროპისთვის. ჩვენ უნდა დავასრულოთ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და მისი სამუდამოდ აკრძალვა ევროკავშირში არის მთავარი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მე ძალიან კმაყოფილი და ვამაყობ, რომ ასე სწრაფად შევძელით ევროპარლამენტთან შეთანხმების მიღწევა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ ჩვენი ენერგომომარაგება.“ – აცხადებს ლარს ოგორდი, დანიის კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრი.

შეთანხმების ძირითადი ელემენტები
განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსული მილსადენის გაზისა და ბუნებრივი აირის იმპორტი აიკრძალება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ, თუმცა შენარჩუნდება გარდამავალი პერიოდი არსებული კონტრაქტებისთვის. კერძოდ:

2025 წლის 17 ივნისამდე დადებული მოკლევადიანი მიწოდების კონტრაქტებისთვის, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა გავრცელდება - თხევად გაზზე, 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მილსადენის გაზზე 2026 წლის 17 ივნისიდან.

თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის, აკრძალვა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.

მილსადენის გაზის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის, აკრძალვა ამოქმედდება 2027 წლის 30 სექტემბერს, იმ პირობით, რომ გაზის მარაგების შევსების მიზნები შესრულდება. ამ შემთხვევაში, შეზღუდვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრისა.


close დახურვა