logo
ENG



ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

09 მარ 202620:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/09/53405vf3hktpm8x.png

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება ახალაიას სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა: „ივანიშვილი არის დასამხობი“. ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი მეუღლის განცხადებით, დახურულ სასამართლო სხდომაზეა გადაღებული, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა.

ცნობისთვის, ახალაია ასევე ბრალდებულია ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე - მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა