logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

06 დეკ 202521:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/06/pxxsc4fi037xi5i.png

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი მელითაური დააკავეს. მისი მეუღლის, მაკო ქაფიანიძის თქმით, პოლიციამ მელითაური არაკორექტული საუბრის მიზეზით წაიყვანა.

აქცია სახელწოდებით „რეჟიმი გვწამლავს - ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ მონაწილეებს მთავრობის მიერ 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერების საქმის საერთაშორისო გამოძიება სურთ, რადგან ადგილობრივ გამოძიებას არ ენდობიან.

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს, რომ დემონსტრანტებზე შესაძლოა „კამიტის“ ტიპის აგენტი ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა სუს-ი აცხადებს, რომ გამოყენებული იყო CS გაზი (ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი) და პროპილენ გლიკოლი, რომლებიც აკრძალულ კატეგორიებს არ ეკუთვნის და „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია.


close დახურვა