"ოცნების" პარლამენტის 79-მა დეპუტატმა 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი რეპრესიული ცვლილებების შეტანას.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებულია, შეკრების ჩატარების თაობაზე შსს გააფრთხილოს, ხოლო უწყებას უფლება ეძლევა, შეკრების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი და სვლა-გეზი შესთავაზოს.
თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას, მათ 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი 1-წლამდე გაიზრდება.
