logo
ENG



LE MONDE: უკრაინა მზადაა, ომის დასრულების მიზნით დონბასში დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას

12 დეკ 202513:42
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/12/qcc3gerx9p6hdkw.png

უკრაინა მზადაა, ომის დასრულების მიზნით დონბასში დემილიტარიზებული ზომა შეიქმნას. ინფორმაციას გამოცემა LE MONDE უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის თანახმად, ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი.

მედიის ცნობით, უკრაინის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ევროპელი ლიდერები.

წინადადების შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკვე მიაწოდა. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ცნობით, ამ წინადადების შემუშავებაში, ზელენსკისთან ერთად, ის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მონაწილეობდნენ.

კიევის თქმით, დემილიტარიზებული ზონა მოითხოვს, რომ როგორც უკრაინული, ასევე რუსული ძალები გაიყვანონ დონბასში არსებული ფრონტის ხაზის ორივე მხრიდან.


close დახურვა