logo
ENG



მერიის ყოფილმა თანამშრომელმა კახა კალაძეს დავა მოუგო

12 დეკ 202517:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/12/usqsby93fqmb4e8.jpg

თბილსერვის ჯგუფის ყოფილმა თანამშრომელმა კახა კალაძეს დავა მოუგო.

კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლება და თბილისის მერიას განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება დაავალა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში", რომელიც მერიის ყოფილი თანამშრომლის უფლებებს იცავს ამბობენ, რომ გათავისუფლების ოფიციალურად მიზეზად დაკავებულ პოზიციასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობა დასახელდა.

თუმცა, მათი განცხადებით, რეალურად, ეს გადაწყვეტილებაც იყო იმ ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილი, რომელიც მერიამ "ოცნების" მიერ ევროინტეგრაციაზე უარის შემდეგ წამოიწყო.

მაშინ, რეჟიმის ეს გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებმაც გააპროტესტეს, რასაც "ოცნებამ" მათი გათავისუფლებით უპასუხა.


close დახურვა