logo
ENG



პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-მ ბელარუსის კალიუმზე სანქციები მოხსნა

15 დეკ 202515:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/9yjk266w66bxxtq.png

აშშ-მ ბელარუსის კალიუმის სექტორზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები მოხსნა, რის სანაცვლოდაც მინსკმა 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

პოლიტპატიმრების შეწყალების შესახებ 13 დეკემბერს გახდა ცნობილი. გათავისუფლებულებს შორის არიან ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა.

კალიუმი ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია და მასზე დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახებოდა. ვაშინგტონი აღნიშნავს, რომ სანქციების მოხსნა კონკრეტულ ჰუმანიტარულ ნაბიჯს უკავშირდება, თუმცა ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ ძალაში რჩება.


close დახურვა