logo
ENG



ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

15 დეკ 202516:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/xco0w4wuau84bc0.png

ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, ასევე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებები ბერლინში გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. როგორც გუშინ შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფმა განაცხადა, ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

ენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის პრეზიდენტ იულია კლეკნერთან. მოგვიანებით დაგეგმილია ზელენსკისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი ღონისძიებაც.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.


close დახურვა