logo
ENG



საპატრიარქომ დოროთე ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება შეუჩერა

15 დეკ 202519:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/0xag96b2rsz98gs.png

საპატრიარქომ დოროთე ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება შეუჩერა.

ბრძანების მიხედვით, ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე შეუჩერდა.

"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელთმოქმედების უფლება", - წერია საქართველოს პატრიარქის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.


close დახურვა