logo
ENG



ყაველაშვილი: ბევრ ქვეყანას უნდა, იმავე პოზიციაში იყოს, როგორშიც საქართველოა, ამიტომ გვაქებენ

19 დეკ 202518:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/19/4e5be7gk2t7cyld.jpeg

"ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ევროპას, უკრაინაში ომის დასასრულებლად, რუსეთთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ "ევრობიუროკრატია უდიდესი კრიზისის წინაშეა", ხოლო მაკრონის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ევროპა ეძებს ომის დასრულების ისეთ გზას, რომ "კიდევ უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ."

მაკრონს, ევრობიუროკრატიას რაც შეეხება, ვხედავთ, უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო, ვითარება არ ჩაწყნარებულა. მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ არ აქვთ სხვა გამოსავალი, სიტუაციიდან გამოსავალ გზებს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და კიდევ უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ, ევროპის ქალაქებში არ გავრცელდეს. ჩვენ დაკვირვების გზა ავირჩიეთ, ვიცით, რა გვინდა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა გრძელვადიანი ხედვაა და გამოწვევების აღქმა. ბევრ ქვეყანას უნდა, იმავე პოზიციაში იყოს, როგორშიც საქართველოა. ჩვენ ამიტომ გვაქებენ, ამიტომ უნდა სერბეთს ჩვენთან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა“, - ამტკიცებს ყაველაშვილი.


close დახურვა