logo
ENG



მოქალაქეები ფილარმონიიდან პარლამენტისაკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

20 დეკ 202520:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/20/zttewatujxong5l.jpg

უწყვეტი პროტესტის 388-ე დღეს მოქალაქეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული ადამიანების დაკავება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შსს-ის მიერ აქციის პირობების განსაზღვრის მიუხედავად, ისინი მომდევნო დღეებში მსვლელობებს მაინც გამართავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსვლელობასთან ახლოს იმყოფებიან, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ.


close დახურვა