logo
ENG



კიევში 6000-მდე შენობა გათბობის გარეშე დარჩა, კლიჩკომ ხალხს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

09 იან 202617:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/09/576b0d2uaq1pejy.png

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში 6 000-მდე შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმამ დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საგრძნობლად დააზიანა. ქალაქში შეფერხერხებულია წყალმომარაგებაც.

ამ ყველაფერს თან ერთვის გაუარესებული ამინდიც - კლიჩკოს თქმითვე, პროგნოზის მიხედვით, უახლოესი დღეები რთული იქნება.

მან მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დატოვოს კიევი და გადავიდეს იმ ადგილებში, სადაც არსებობს ალტერნატიული ენერგიისა და გათბობის წყაროები.

"კომუნალურმა კომპანიებმა სოციალური დაწესებულებები - კერძოდ, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები მობილური ქვაბის დანადგარებით უნდა უზრუნველყოს. ისინი ენერგეტიკოსებთან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ სახლებში ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება აღდგეს" - განაცხადა კლიჩკომ.

9 იანვრის ღამეს რუსეთმა კიევზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.


close დახურვა