logo
ENG



საფრანგეთში, რუსული წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს 6 მოქალაქე დამნაშავედ ცნეს

13 ივნ 202617:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/whf9xnmcc4uecuh.png

საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებსაც ევროპის წამყვანი ბიბლიოთეკებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების, უნიკალური რუსული წიგნების ორგანიზებული ქურდობა ედებოდათ ბრალად. 

სასამართლომ ე.წ. "ოპერაცია პუშკინის" საქმის ფარგლებში ექვსივე ბრალდებული – ხუთი კაცი და ერთი ქალი – დამნაშავედ ცნო. მათგან ორს სასჯელი დაუსწრებლად მიუსაჯეს, ვინაიდან ისინი საქართველოში უკვე დააკავეს და საქართველო საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს. 

ფრანგული მედიის ცნობით, განაჩენის გამოტანამდე პროკურატურა ხაზს უსვამდა, რომ ბრალდებულების მიერ მოწყობილი ქურდობები იყო მასობრივი და ორგანიზებული.

მე-19 საუკუნის იშვიათი გამოცემების, მათ შორის ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლაი გოგოლისა და მიხაილ ლერმონტოვის ორიგინალი ნაწარმოებების ძარცვის სერია ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყო. 

პოლიციამ მრავალმილიონიანი კოლექციიდან მხოლოდ რამდენიმე წიგნის პოვნა შეძლო. კოლექციის უდიდესი ნაწილი კვლავ დაკარგულად ითვლება.


close დახურვა