logo
ENG



კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

22 დეკ 202510:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/22/to0mdi0b32pru9p.png

გასულ ღამით აფეთქებები მოხდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დასახლება უკრაინული დრონებით შეტევის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც გემები და ნავთობტერმინალი დაზიანდა.

ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 22 დეკემბრის გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად დაზიანდა ორი გემი და ორი მისადგომი, სადაც ხანძარი გაჩნდა. შტაბის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ დრონების „ნამსხვრევებმა“ დააზიანა ერთ-ერთი ტერმინალის მილსადენი, რის გამოც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხელისუფლების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც მსხვერპლი არ არის.


close დახურვა