17 დეკემბერს პროტესტის ტროტუარზე გამოხატვის გამო მოქალაქე ანი ახმეტელს სასამართლოში იბარებენ.
მისთვის გადაცემულ სამართალდარღვევათა ოქმში წერია, რომ მოქალაქე ტროტუარზე დგას, რითაც "დაბრკოლებას უქმნის ხალხის გადაადგილებას."
ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული. მოკლედ, 25 დეკემბერს 11 საათზე ჩამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში (რა სიმბოლურია) ბრძოლა გრძელდება. ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ანი ახმეტელი სოციალურ ქსელში.
მორიგი რეპრესიული კანონი, რომლის საშუალებითაც ივანიშვილის მთავრობა ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას ზრუნავს, "ოცნების" პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო.
ამ კანონის მიხედვით, ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას აქციის გამართვამდე 5 დღით ადრე ორგანიზატორი ვალდებულია, პოლიცია გააფრთხილოს.
ხოლო თუ პოლიცია ჩათვლის, რომ შეკრების ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია, მათ ეძლევათ უფლება გაათავისუფლონ ტროტუარი ან მანქანის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისაგან.
