logo
ENG



თინათინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 18 750 ლარამდე გაიზარდა

24 დეკ 202513:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/a9ae3i3w9n485hh.jpg

2026 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ანაზღაურება 18 750 ლარამდე გაიზრდება.

იგი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 15 000 ლარს აიღებს.

ცნობილია, რომ პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრები და დირექტორთა საბჭო მე-13 ხელფასსაც აიღებენ.

ამასთანავე, 7 000 ლარამდე გაიზრდება აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2026 წლის ბიუჯეტი 114 452 364 ლარი იქნება, საიდანაც 80 269 771 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტს ხელი სამეოურვეოს საბჭოს 3-მა წევრმა არ მოაწერა.


close დახურვა