სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
საქმის წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით დახურულ რეჟიმში გაიმართა და მას ბრალდებული არ დასწრებია.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლისას. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით არის გათვალისწინებული და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
