logo
ENG



პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია

24 დეკ 202522:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/ldey9dy807o26an.png

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპზე გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისივე თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიხურა, რათა გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები და არ შეეშალოს ხელი საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად ჩატარებას.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობის საკითხი, რაც კომპლექსურ დანაშაულს წარმოადგენს და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას ყველა დეტალს სრულად მიაწვდის.


close დახურვა