"ოცნების" პრემიერმინისტრის მიერ 18 დეკემბერს ხელმოწერილი განკარგულებით ირკვევა, რომ სახელმწიფო, თსუ-ის მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აეროპორტის გზაზე მდებარე ტერიტორიაში გაუცვლის.
სხდომის ოქმზე დართული ოფიციალურ მიმოწერაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ცენტრთან, სადაც ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება, საპროექტო ტერიტორიის არეალში მოხვდა შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონება (101 221 კვ.მ.).
შავი ზღვისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტების მფლობელმა, გია კავთელიშვილმა კი განაცხადა შეთავაზებულ ადგილმონაცვლეობაზე, ხოლო ინტერესი გამოხატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსზე. აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების მისაღებად საჯარო რეესტრს კავთელიშვილმა დღეს მიმართა.
ცნობისთვის, თსუ-სა და სახელმწიფოს შორის ქონების (თსუ-ის მეშვიდე კორპუსის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება 13 ნოემბერს გაფორმდა.
