logo
ENG



სოჭში, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსი მომღერლის კონცერტი ჩაიშალა

21 სექ 202612:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/21/a8sp6nbx0xa5m6m.png

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო სოჭში რუსი მომღერლის, ლოლიტას კონცერტი უკვე მესამედ ჩაიშალა.

საჰაერო განგაშის გამო მას სიმღერის შეწყვეტა მოუხდა და მაყურებელსაც ევაკუაციისკენ თავად მოუწოდა:

"სტოპ, ვწყვეტთ! სტოპ, სტოპ... როგორ ყელში ამოვიდნენ! ხალხო! გთხოვთ, დატოვეთ შენობა. გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ! გმადლობთ ყვავილებისთვის, ძალიან მიყვარხართ. ასე, კიდევ დაველოდოთ... ფრთხილად, გთხოვთ! სწრაფად, სწრაფად, სწრაფად ყველანი თავშესაფარში!", - მიმართა მან კონცერტზე მისულ ხალხს. 

გუშუნ უკრაინული მხარის იერიშზე განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმის დროს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენეს. 

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოპერაციისას გამოიყენეს ისეთი სისტემები, როგორიცაა: FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, „ვენდეტა“, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „სიჩენი“ და „პელიკანი“.

ცნობისთვის, ლოლიტა უკრაინული წარმოშობის მუსიკოსია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, მას ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.


close დახურვა