აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და დაამატა, რომ "ეს კარგი არ იქნებოდა."
„სინამდვილეში, ამის შესახებ არაფერი ვიცი,.. სულ ახლახან მოვკარი ყური, მაგრამ, ასე ვთქვათ, არაფერი ვიცი. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა, ეს არ იქნებოდა კარგი", - თქვა მან.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მას კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან "ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა.
„როდესაც საუბარი დავასრულეთ, რუსეთში ღამის 2:30 საათი იყო. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენს დროით დილის 8 საათზე ვისაუბრეთ და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან რთული საკითხი, როგორც წარმოგიდგენიათ... გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომლებსაც, იმედია, გადავჭრით და თუ მათ მოვაგვარებთ, თქვენ მიიღებთ მშვიდობას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნოვგოროდის ოლქის რეზიდენციაზე თავდასხმას შეეცადა. მისი თქმით, ამის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მოსკოვის პოზიცია შეიცვლება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენმა აღნიშნულ ბრალდებას სიცრუე უწოდა და დასძინა, რომ მოსკოვი ამით ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დასარტყმელად.
