აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ არის, არამედ ეს არის დაპირისპირება ნარკოტრაფიკინგის ორგანიზაციებთან.
მისი თქმით, იმ გემების დაკავება, რომლებსაც ნარკოტიკები შეერთებული შტატებისკენ გადააქვთ, კვლავ გაგრძელდება.
რუბიომ დაამატა, რომ ვაშინგტონი "ვენესუელაში ცვლილებებს ელის", რადგანაც, მისი თქმით, ამჟამად „სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები ღიად თანამშრომლობენ ნარკოტრაფიკინგის ორგანიზაციებთან“.
რუბიოს განცხადებით, ეს წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის, რომელთა მოსაგვარებლად მისი მთავრობა აპირებს „გამოიყენოს ზეწოლის ყველა ბერკეტი“.
