კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერი დააკავა.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი "ვერონიკა" დააკავეს.
სარდილობის თანახმად, ტანკერი "ინციდენტების გარეშე" დააკავეს.
"ვენესუელიდან მხოლოდ ის ნავთობი გავა, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული", - განაცხადა სამხრეთ სარდლობამ.
Reuters-ის ინფორმაციით, "ვერონიკა" ნავთობის ტანკერია, რომელსაც რუსული გადაზიდვების კომპანია MG-FLOT LLC მართავს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მეექვსე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დაიკავა.
