logo
ENG



ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

05 იან 202612:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/05/dokp7ca1wa0tm4d.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, იუწყება Reuters-ი.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის დამატებითი ნაბიჯებისთვის, რათა ქვეყანა „გამოსწორდეს“. ამავე კონტექსტში მან არ გამორიცხა ლათინურ ამერიკაში სხვა სამხედრო ოპერაციებიც და აღნიშნა, რომ კოლუმბიასა და მექსიკასაც შეიძლება შეეხოს აშშ-ის სამხედრო მოქმედება, თუ ისინი ნარკოტიკების უკანონო ნაკადს არ შეამცირებენ.

„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ვენესუელის მოკავშირე კუბა „ისე ჩანს, რომ თავადვე დანგრევის ზღვარზეა“ და აშშ-ის სამხედრო ჩარევა იქ საჭირო არ გახდება.

ნიკოლას მადურო ამჟამად ნიუ-იორკის დაკავების იზოლატორში იმყოფება და ორშაბათს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე წარდგება.


close დახურვა