logo
ENG



გუტიერეში: ღრმად შეშფოთებული ვარ ვენესუელაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით

06 იან 202600:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/05/3p0eof137zbivtf.jpg

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში მოსალოდნელი არასტაბილურობის გამწვავებასთან დაკავშირებით.

„მე ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით, რეგიონზე პოტენციური ზემოქმედებით და იმ პრეცედენტით, რომელიც ამან შეიძლება დაამკვიდროს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების წარმართვის კუთხით,“ – ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.

გუტერეშმა მოუწოდა ვენესუელის ყველა მხარეს ჩაერთონ ინკლუზიურ და დემოკრატიულ დიალოგში და დასძინა: „მივესალმები და მზად ვარ მხარი დავუჭირო ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ვენესუელელების წინსვლისათვის მშვიდობიანი გზის პოვნას.“

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ შაბათს, კარაკასში, მადუროს დაკავების მიზნით ჩატარებულმა აშშ-ის ოპერაცისას არ იყო დაცული საერთაშორისო სამართლის ნორმები.


close დახურვა