logo
ENG



130 000 ლარის ღირებულების ოქროს საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის 2 ადამიანი დააკავეს

19 მარ 202410:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/o9gm0cyykv4adei.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანისთვის ორი ადამიანი დააკავა.

განცხადების მიხედვით, უწყების მიერ ამოღებული ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 130 000 ლარზე მეტს შეადგენს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება აღემატება 130 000 ლარს", - წერია განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა