კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ კომპენსაცია დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ვერდიქტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორი წლის წინ მიიღო და რუსეთი დამნაშავედ ცნო. კომპენსაციის თანხა 130 მილიონი ევროა.
მკვლელობა, გაუპატიურება, ღირსების შელახვა, წამება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რომელზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. დაზარალებულად ცნობილია საქართველოს 24 ათასამდე მოქალაქე. რუსეთის ევროსაბჭოს წევრი აღარ არის და არ აღიარებს კონვენციას. მიუხედავად ამისა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს.