logo
ENG



პაპუაშვილი: სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე ბოროტი და მკვლელი იარაღი

07 იან 202614:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/07/p32iymno817jird.png

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, "ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე მკვლელი იარაღი".

"ყველას მიეცა შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ არაფრის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ და ამის კარგი მაგალითია საქართველო. [...]

პატრიარქი მიუთითებს, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით ის პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც ეწერა:

"სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს". 

ილია მეორის საშობაო ეპისტოლე - სრულად


close დახურვა