logo
ENG



რუსეთი სამხედრო ხომალდებს გზავნის ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან

07 იან 202616:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/07/s40z0aq7g7wrk4n.png

CBS News-ის ცნობით, რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ხომალდები განალაგა ნავთობის ტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან.

გამოცემა წერს, რომ გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა ამჟამად ცარიელია - ამ დროისთვის სლანდიასა და დიდი ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება.

Bella 1-მა, რომელსაც აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, სახელი შეიცვალა და ამჟამად, Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

BBC წერს, რომ Marinera-ს ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოჩენას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ გასცემდა ვენესუელაში შესულ და იქიდან გამოსულ სანქცირებულ ტანკერების ბლოკირების ბრძანებას - ამას ვენესუელას მთავრობამ "ქურდობა" უწოდა. 

აშშ-ის მიერ ქვეყნის ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავებამდე, დონალდ ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა ვენესუელის მთავრობას აშშ-ში ნარკოტიკების გადასაზიდად გემების გამოყენებაში.

ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს.

რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას "შეშფოთებით აკვირდება".


close დახურვა