logo
ENG



ყვარლის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს

08 იან 202620:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/08/v6hilk2loe1w54b.jpg

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ სტუმარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 46 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების თქმით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა