logo
ENG



MTA: თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოვიყვანეთ

10 იან 202622:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/10/lahs6g3uanhtuis.jpg
ფოტო: Georgian Travel Guide

მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, თეთნულდის მთაზე ზვავი ჩამოწვა და ერთი ადამიანი მოყვა. მათი ცნობით, ზვავში მოყოლილი მოქალაქე რამდენიმე წუთში ამოიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევა დღეს მოხდა.

"მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება. ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა