logo
ENG



ირანის განცხადებით, აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და აშშ-ის ბაზები სამიზნე გახდება

11 იან 202612:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/11/cz6kap3p3rvvm3a.png

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები თეირანის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან. ეს ირანის ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა თქვა.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.

გამოცემის თანახმად, წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.

ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა. ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, შაბათს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.

სატელეფონი საუბარს ადატურებს Reuters-ს უდასტურებს ამერიკელი ოფიციალური პირიც, თუმცა არ აკონკრეტებს, რა თემაზე ისაუბრეს რუბიომ და ნეთანიაჰუმ. პარასკევს Economist-თან ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადამ რომ თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 იანვარს მორიგი გაფრთხილება გაუგზავნა ირანის ხელისუფლებას. 10 იანვარს მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, ისე როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!".


close დახურვა