გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენებისგან.
ის ამბობს, რომ აზრის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი.
"შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია.
აზრის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი.
მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან.
ასევე მოვუწოდებ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენა", - წერს ის X-ზე.
***
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.
