logo
ENG



ექიმების თქმით, ირანში მოკლულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ "ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს"

11 იან 202613:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/11/pskejpvaa5gei9b.png

ირანში ანტისამტავრობო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანებით. ამის შესახებ BBC-ის ირანის საავადმყოფოების თანამშრომლები ესაუბრენ.

ექიმები კლინიკებში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერენ. ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ მორგში ადგილი აღარ იყო და "ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს".

თეირანში მდებარე საავადმყოფოს მედიკოსის თქმით, "ახალგაზრდებს პირდაპირ თავში და გულში ესვრიან".

ერთ-ერთი მედიკოსის თქმით, დედაქალაქში მდებარე თვალის კლინიკა მუშაობის კრიზისულ რეჟიმზე გადავიდა.

თეირანში ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელმა თქვა, რომ იმდენად ბევრი დაშავებული ჰყავდათ, პერსონალს გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების დროც კი არ ჰქონდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ დაღუპულები და დაშავებულები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.

"ბევრი მათგანი გარდაიცვალა მაშინვე, როგორც კი სასწრაფო დახმარების საწოლებზე მიიყვანეს… ახალგაზრდებს პირდაპირ თავში და გულშიც ესროდნენ. ბევრმა საავადმყოფომდეც კი ვერ მიაღწია. რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მორგში ადგილი აღარ დარჩა. ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს. მას შემდეგ, რაც მორგი სრულად გაივსო, ცხედრები სალოცავ ოთახშიც ერთმანეთზე დაალაგეს"- აცხადებს ექიმი BBC-სთან საუბრისას.

BBC-ის ცნობით, პარასკევს ღამით ქალაქ რაშტის პურსინას საავადმყოფოში 70 ცხედარი მიასვენეს. იქაური მორგი სავსე იყო, რის გამოც ცხედრები იქ ვერ დატოვეს. საავადმყოფოს წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ნათესავებს ცხედარების გადაცემის სანაცვლოდ 7 მილიარდი რიალი (7 000 აშშ დოლარი) მოსთხოვა.

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ირზდება. 


close დახურვა