logo
ENG



კალასი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა

12 იან 202613:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/12/mo74vl7ged06qux.jpg

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. 

"ევროკავშირს უკვე აქვს დაწესებული ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები - მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ბირთვული იარაღის გავრცელებასა და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებელნი. მე მზად ვარ, დამატებითი სანქციების ინიციატივით გამოვიდე ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესიებზე საპასუხოდ", - განაცხადა კაია კალასმა. 

კაია კალასმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები ავრცელებენ ცნობებს ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს ასობით დემონსტრანტის მოკვლასთან დაკავშირებით.

"რეჟიმს აქვს პროტესტების ჩახშობის ხანგრძლივი ისტორია და ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ხისტ მიდგომას. მოქალაქეები იბრძვიან ისეთი მომავლისთვის, რომელსაც თავად აირჩევენ და რისკავენ ყველაფრით, რომ მათი ხმა მოისმინონ", - თქვა კაია კალასმა.

უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. 

ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების დარბევას მსხვერპლი და ადამიანების დაშავება მოჰყვა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. 


close დახურვა