საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს 6 თებერვალს გახსნის. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მიღებული და არ უკავშირდება უახლოეს პოლიტიკურ მოვლენებს.
RTL-ის რადიოს ეთერში ბარომ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს გრენლანდიის მიმართ ზეწოლა და მისი კონტროლის სურვილის გამოხატვა. მინისტრის თქმით, ნატოს წევრი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები წინააღმდეგობაში იქნება თავად აშშ-ის ინტერესებთან.
„ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა აზრს მოკლებულია და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს, ამიტომ ასეთი შანტაჟი უნდა შეწყდეს,“ — განაცხადა ბარომ.
