ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის უწყვეტ ფინანსურ მხარდაჭერას 2026–2027 წლებში.
პაკეტი მოიცავს €90 მილიარდის ოდენობის სესხს, საიდანაც დაახლოებით €60 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე, ხოლო €30 მილიარდი - სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
დაფინანსება განხორციელდება ევროკავშირის საერთო სესხებით და გარანტირებული იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის უსაფრთხოების მარაგით.
საკანონმდებლო წინადადებები უკვე გადაეგზავნა ევროპარლამენტსა და საბჭოს.
