logo
ENG



მარნეულში მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნას პატივი მიაგეს

04 მარ 202611:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/04/1mdmzbapf6mm7r0.jpg

მარნეულში მეჩეთში მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 3 მარტს, საღამოს ლოცვის შემდეგ, მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მეჩეთის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეკრებას მარნეულისა და მიმდებარე რეგიონებიდან მოსული უამრავი მორწმუნე დაესწრო.

განცხადების თანახმად, სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს და სამგლოვიარო გალობები შეასრულეს.


close დახურვა