logo
ENG



შსს: მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დავაკავეთ

14 იან 202620:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/14/eifo453y7dzfnwe.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს. 

საუბარია დღეს მომხდარ მკვლელობაზე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა