logo
ENG



ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

12 თებ 202616:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/9gdp9myu4lqj40t.jpg

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გამოძიების ცნობით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი წარსულში სანდრო წივწივაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ 5 პირი - დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.


close დახურვა