ირანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს. ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (HRANA) ავრცელებს.
HRANA-მ 3 090 ადამიანის, მათ შორის 2 885 მომიტინგის დაღუპვა დაადასტურა.
Reuters-ის ცნობით, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში შედარებით სიმშვიდეა.
ირანში საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
