logo
ENG



ტრამპის თქმით, "თავი დაარწმუნა", არ დაესხას თავს ირანის ისლამურ რესპუბლიკას

17 იან 202619:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/17/w1yphrjqpfzwq5g.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სავარაუდო გადაწყვეტილებამ 800 მომიტინგის დაგეგმილი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, დაარწმუნა, არ დაესხას თავს ისლამურ რესპუბლიკას.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მართალი იყო თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაბმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა გადააფიქრებინეს ირანზე დარტყმა.

„არავის დავურწმუნებივარ. მე თვითონ დავრწმუნდი. გუშინ 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გქონდათ დაგეგმილი. მათ არავინ ჩამოუხრჩვიათ. მათ გააუქმეს ჩამოხრჩობები. ამას დიდი გავლენა ჰქონდა“, — უპასუხა ტრამპმა.

ეს იყო ტრამპის მხრიდან ყველაზე პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ მან ირანზე დარტყმა რეჟიმის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ შეაჩერა.

მანამდე ტრამპმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელმძღვანელობას სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის.

„ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომელიც გუშინ უნდა მომხდარიყო (800-ზე მეტი), გააუქმა. გმადლობთ!“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.


close დახურვა