დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის 37-წლიანი მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა.
„დროა, ირანისთვის ახალი ლიდერი მოვძებნოთ“, - განუცხადა ტრამპმა POLITICO-ს.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ათასობით მომიტინგე დაიღუპა, რის გამოც ტრამპმა ირანში სამხედრო ინტერვენციის შესახებ არაერთი მინიშნება გააკეთა.
დღეს კი მანდ განაცხადა, რომ აშშ აღარ დაესხმება თავს ირანს, აქციის დაპატიმრებული მოქალაქეების სასიკვდილო განაჩენის გაუქმების გამო.
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი მას [ხამენეის] ოდესმე მიუღია, იყო ის, რომ ორი დღის წინ 800-ზე მეტი ადამიანი არ ჩამოახრჩო“, - თქვა ტრამპმა.
